Logo

ზაალ ანჯაფარიძე – უკრაინის ხელისუფლების მიერ სანქცირებულთა სიაში რომელიმე ქართველის მოხვედრა, თანაც მიზეზის მითითების გარეშე, არის შანტაჟის და ქვეყნის ომში ჩართვის კიდევ ერთი მცდელობა

პოლიტიკა
20.10.2022 / 17:23
Frontnews image description

ე.წ. სანქცირებულთა სია უშიშროების საბჭომ მოამზადა, რომლის ხელმძღვანელი დანილოვია. ეს ის დანილოვია, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებდა ომში ჩართვისკენ, ხოლო აღნიშნული ე.წ. სანქციები არის მათი პასუხი ჩვენს უარზე, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნება – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. 

 

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს,  საინტერესოა, რომ საქართველოს მოქალაქეების მიმართ სანქცია მსოფლიოში ორ ქვეყანას აქვს დაწესებული –  უკრაინას და რუსეთს. 

 

“უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლებისგან არა მგონია ეს ნაბიჯი ვინმეს გაკვირვებოდა.  

 

უკრაინული მხარის მიერ ე.წ. სანქციების ახალ სიასთან დაკავშირებით:

 

მე და ბევრმა იცის მათი ჩვენზე გაბრაზების მიზეზები, ის რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოს ომში ჩართვას. შესაბამისად, უკრაინის ხელისუფლების მიერ სანქცირებულთა სიაში რომელიმე ქართველის მოხვედრა, თანაც მიზეზის მითითების გარეშე არის შანტაჟის და ქვეყნის ომში ჩართვის კიდევ ერთი მცდელობა. აღსანიშნავია, რომ ე.წ. სანქცირებულთა სია უშიშროების საბჭომ მოამზადა, რომლის ხელმძღვანელი დანილოვია. ეს ის დანილოვია, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებდა ომში ჩართვისკენ, ხოლო აღნიშნული ე.წ. სანქციები არის მათი პასუხი ჩვენს უარზე, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნება.

 

საინტერესოა, რომ საქართველოს მოქალაქეების მიმართ სანქცია მსოფლიოში ორ ქვეყანას აქვს დაწესებული: უკრაინას და რუსეთს. ამით ყველაფერი ნათქვამია!“ – წერს ანჯაფარიძე facebook – ზე.

თაგები:

Advertisement
მსგავსი სიახლეები
Frontnews - Similar news image

ზაალ ანჯაფარიძე – ხელისუფლების ადგილზე რომ ვიყო, შექმნილ უკიდურესად კრიტიკულ სიტუაციაში ზუსტად იგივე პოლიტიკას გავატარებდი უკრაინის თემაზე, რაც ახლა ტარდება და ამ პოლიტიკის მართებულობა აღიარეს ამ ხელისუფლების ცალკეულმა საღად მოაზროვნე ოპონენტებმაც კი

Frontnews - Similar news image

ხათუნა ხოფერია – როდესაც არესტოვიჩი, პოდოლიაკი, ლომჯარია, გიგაური, მარგველაშვილი, უსუფაშვილი და სხვები ომში საქართველოს ჩართვის საჭიროებაზე საუბრობენ, სინამდვილეში ამით თავიანთი პატრონის მესიჯს ახმოვანებენ

Frontnews - Similar news image

სალომე ზურაბიშვილი – იზოლაციის საფრთხე ჩნდება, რომელიც ჩვენ მიერ შექმნილია და ბევრად უფრო დიდი და რეალური საფრთხეა, ვიდრე ე.წ. მეორე ფრონტის შექმნილი მითი!