
ავტორი
Front News საქართველო
დაფრთხა, შეშინდა ოპოზიცია, როდესაც ტანში და გონში იგრძნო სუსხი.. ასე დავახასიათებდი მათ რეაქციებს ოპოზიციის მოკავშირედ ქცეულ “პრეზიდენტის” სრულიად აბსურდული ვეტოს დაძლევაზე, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს შესახებ სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ვეტოს აბსურდულობა თუნდაც იმაში მდგომარეობს, რომ პრეზიდენტს დასაშვებად მიაჩნია რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი ცესკოს ხელმძღვანელობდეს.
“დაფრთხა, შეშინდა ოპოზიცია, როდესაც ტანში და გონში იგრძნო სუსხი.. ასე დავახასიათებდი მათ რეაქციებს ოპოზიციის მოკავშირედ ქცეულ “პრეზიდენტის” სრულიად აბსურდული ვეტოს დაძლევაზე.
ვეტოს აბსურდულობა თუნდაც იმაშია, რომ “პრეზიდენტს” ნორმალურად და დასაშვებად მიაჩნია, თუ გარკვეულ სიტუაციაში ცესკოს ხელმძღვანელობდეს პოლიტიკური პარტიის (არა აქვს მნიშვნელობა რომელი) წევრი, თავის პოლიტიკური ანგაჟირებითა და ინტერესებით.
ყველამ ნახა და მოისმინა, რომ სწორედ ამისკენ მიჰყავდა პროცესები რადიკალურ ოპოზიციას”, – წერს ანჯაფარიძე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს