
ავტორი
Front News საქართველო
ჩვეულებრივი ამბებიდან სენსაციების და ე.წ. “შემწვარ-შეკაზმული” ისტორიების გამოდნობის სენი ვირუსივითაა და ნარკოტიკივით, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის შესახებ OCCRP-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას.
ანჯაფარიძის თქმით, შესაძლოა, ასეთი სტატიებით “ბიძინა ივანიშვილის შანტაჟი და მისთვის ფულის დაცინცვლა უნდათ”.
“ჩვეულებრივი ამბებიდან სენსაციების და ე.წ. “შემწვარ-შეკაზმული” ისტორიების გამოდნობის სენი ვირუსივითაა და ნარკოტიკივით. სწრაფად ვრცელდება ბევრზე და ბევრჯერ, ან ნარკომანივით ერთხელ რომ გასინჯავს, მერე უნდება და უნდება.
ასე მოუვიდა ამ ორგანიზაციასაც, ეტყობა ერთხელ აცდუნეს, ორჯერ და გადაწყვიტა დააჯდეს ამ საქმეს. ვინ იცის, იქნებ ასეთი სტატიებით შანტაჟი და ფულის დაცინცვლა უნდა?“ – წერს ანჯაფარიძე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს