
ავტორი
Front News საქართველო
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის წერილს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „კითხვები კვლავ არსებობს საქართველოს ხელისუფლების ერთგულებაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ – გულს მტკენს ის, თუ როგორ ექცევიან სააკაშვილს ციხეში“.
მისი თქმით, როგორც დონალდ ტრამპს სთხოვენ პასუხს ჩადენილ კანონდარღვევებზე, ზუსტად ისე სთხოვენ პასუხს სააკაშვილს მის მიერ ჩადენილ სრულიად აშკარა დანაშაულებზე.
“ვინმემ ჰკითხოს ამ სუბიექტს, თავად ამერიკელები როგორ ექცევიან მათ ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს. როგორც მას სთხოვენ პასუხს ჩადენილ კანონდარღვევებზე, ზუსტად ისე სთხოვენ პასუხს სააკაშვილს მის მიერ ჩადენილ სრულიად აშკარა დანაშაულებზე, საზღვრის უკანონო გადმოკვეთის ჩათვლით“, – წერს ანჯაფარიძე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს