
ავტორი
Front News საქართველო
ძალიან სამწუხაროა, მეტი რომ არ ვთქვათ, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის საპრეზიდენტო ვადას ასე უგერგილოდ ასრულებს. არ მინდა, რომ ზურაბიშვილის “მარგველიზაცია” ვიხილო“,’ – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.
როგორც ანჯაფარიძე წერს, მას ჯერ კიდევ აქვს დრო და საშუალება, რომ მისი ურთიერთობები მთავრობასთან კონსტიტუციის ჩარჩოებში და კონფრონტაციიდან თანამშრომლობის კალაპოტში დააბრუნოს.
“ქართულმა ოცნებამ” საკმაოდ დიდი ძალისხმევა გაიღო მის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებისათვის. აღარ ჩამოვთვლი დეტალებს. თუ ზურაბიშვილი პრეზიდენტობის შემდეგ რაღაცას აპირებს და თვლის რომ კარების ხმაურით გამოჯახუნება ამის საუკეთესო საშუალებაა, ის ძალიან ცდება. ეს არ ჯდება ევროპულ პოლიტიკურ კულტურაში. გუშინდელი გამოსვლით, სადაც მან აშკარად გადაკვეთა “წითელი ხაზები” მმართველ პარტიასთან ურთიერთობაში. სავსებით გასაგებია, რომ ეს რეაგირების გარეშე არ და ვერ დარჩებოდა და ამიტომაც ნურავის გააკვირვებს განცხადების ხისტი ტონი. ძალიან სამწუხაროა, მეტი რომ არ ვთქვათ, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის საპრეზიდენტო ვადას ასე უგერგილოდ ასრულებს. არ მინდა, რომ ზურაბიშვილის “მარგველიზაცია” ვიხილო. მას ჯერ კიდევ აქვს დრო და საშუალება, რომ მისი ურთიერთობები მთავრობასთან კონსტიტუციის ჩარჩოებში და კონფრონტაციიდან თანამშრომლობის კალაპოტში დააბრუნოს’’, – წერს ანჯაფარიძე facebook – ზე.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს