ზაალ ჩიქობავა – აქ არის ერთი ადამიანი, რომელსაც აქვს რაღაც დასაკარგი, დანარჩენები კი არიან შემსრულებლები

ავტორი
Front News საქართველო
აქ არის ერთი ადამიანი, რომელსაც აქვს რაღაც დასაკარგი, დანარჩენები კი არიან შემსრულებლები, მორჩილი ადამიანები, – ამის შესახებ მსახიობმა და რეჟისორმა ზაალ ჩიქობავამ განაცხადა.
მისივე თქმით, არავინ იცის, ივანიშვილი რაზე ფიქრობს და რისი ეშინია.
“აქ არის ერთი ადამიანი, რომელსაც აქვს რაღაც დასაკარგი, დანარჩენები კი არიან შემსრულებლები, მორჩილი ადამიანები. ჩვენ იმასაც ვერ წარმოვიდგენთ, რაზე ფიქრობს ის ადამიანი და რისი დაკარგვის ეშინია. ჩვენ არ ვიცით რა ხდება იქით, ადამიანი, რომელიც არის დახურულ კარს მიღმა, მე ფანტომასს ვეძახი, ამ შემთხვევაში. არ ვიცით, ვის ვებრძვით და ველაპარაკებით, ვინც ჩანან ამათთან ლაპარაკი კი არაფერს ცვლის, რადგან ისინი შემსრულებლები არიან. ამათ იმის უნარიც არ აქვთ რამე ახსნან და განმარტონ”, – განაცხადა ზაალ ჩიქობავამ.
თაგები:
ზაალ ჩიქობავა




