ზაალ უდუმაშვილი – ყველას მოუწევს პასუხისგება ქმედებებზე, რომელსაც ჩადიან არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ


ავტორი
Front News საქართველო
ყველას მოუწევს პასუხისგება იმ ქმედებებზე, რომელსაც ჩადიან დღეს არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო არის ევროპული ოჯახის წევრი და ის რუსეთის ნაწილი არ გახდება.
“მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც ერთი თვეა, დამალულია და რომლის პასუხისმგებლობაა იზრუნოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე – როდემდე დაიმალებით ან თქვენ, ან სხვები?! როდემდე დაიმალებით?! ყველას მოუწევს პასუხისგება იმ ქმედებებზე, რომელსაც ჩადიან დღეს არა მხოლოდ სააკაშვილის წინააღმდეგ, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ. ესაა სახელმწიფოს ფეხქვეშ გათელვა. საქართველო არ გახდება რუსეთის ნაწილი, ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის ნაწილი და ჩვენი გზა ევროპისკენაა”,- განაცხადა უდუმაშვილმა.
მისივე თქმით, აქციები გაგრძელდება და ყველა სახელმწიფო უწყებასთან მივლენ, რომელიც მისი თქმით, რომელიც დანაშაულს ჩადის სახელმწიფოს წინაშე.


ზაალ უდუმაშვილი – კოვიდვითარებაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ ტიკარაძე, არამედ ხელისუფლება, მათ შორის პრემიერი

სალომე ზურაბიშვილი – არა სადღაც შუაში, არა გაუგებრობაში, არამედ ჩვენ ერთ მხარეს ვდგავართ, უკრაინის მხარეს!

გიორგი მარგველაშვილი – გადავწყვიტეთ, რომ მე აქ ჩამოვსულიყავი არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ პრეზიდენტ სააკაშვილის სახელითაც