
ავტორი
Front News საქართველო
ცხადია, რომ ეს უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს, თუმცა რა მიზანი აქვს რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზებას, ეს ჩვენთვისაც უცნობია, – ამის შესახებ Front News-ს “ნაციონალურ მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა.
“სრულიად გაუგებარია, რას ემსახურება რუსთავის ციხესთან სპეციალური დანიშნულების რაზმების მობილიზება. არ ვიცით, რას გეგმავს ხელისუფლება, ამას ალბათ, რამდენიმე საათში გავიგებთ, “ქართული ოცნება” სრულად გავიდა რაციონალურობის არეალიდან”, – განაცხადა უდუმაშვილმა.
კითხვაზე, ის ფაქტი, რომ სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად მობილიზებულია რეანიმობილი, ხომ არ ნიშნავს, რომ იგეგმება მიხეილ სააკაშვილის ციხის სავადმყოფოში გადაყვანა, უდუმაშვილი პასუხობს, რომ ყველაფერი შესაძლებელია.
“არ მინდა ვიმარჩიელო და წინასწარი განცხადებები გავაკეთო, რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია”- განაცხადა უდუმაშვილმა.
ცოტა ხნის წინ ციხის ტერიტორიაზე სპეცრაზმი შეიყვანეს, ტერიტორიაზე შევიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადაც.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს