ზაალ უდუმაშვილი – საზოგადოება მალე გაიგებს, ვინ იქნება ამ ერთობაში


ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის კონსულტაციების შესახებ, თუ “ვინ იქნება ერთობაში და ვინ თქვა უარი ამ ერთობაში შემოსვლაზე” – ამას საზოგადოება მალე შეიტყობს.
“ვინ იქნება მერობის კანდიდატი, ამის შესახებ დღეს ოფიციალური განცხადება გაკეთდება. მთავარი ამოცანა იყო, რომ მთელი ამ თვეების განმავლობაში გვესაუბრა ჩვენს პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან, რათა შეგვექმნა საერთო ოპოზიციური ერთობა, რომლითაც უნდა დავამარცხოთ ივანიშვილი. საზოგადოება მალე გაიგებს, ვინ იქნება ამ ერთობაში. ვინ თქვა უარი ამ ერთობაში შემოსვლაზე, ესეც მათი არჩევანია. ეს ხალხი თვლის, რომ ცალკე, დაქსაქსულობაში უფრო მეტის მოპოვებაა შესაძლებელი, ამას ჩვენ კატეგორიულად არ მივიღებთ” – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
დღეს, თბილისის მერობის კანიდატად ნიკა მელიას, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი – ელენე ხოშტარიას წარადგენენ.
თაგები:
ზაალ უდუმაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა