ზაგრების გრან-პრიზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ავტორი
Front News საქართველო
14-16 ნოემბერს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოს ტურნირი "Zagreb Grand Prix 2025” გაიმართება. დაგეგმილ შეჯიბრებაში საქართველოს სახელით ცხრა ძიუდოისტი იასპარეზებს.
66 კგ წონით კატეგორიაში თორნიკე მაზიაშვილი წარდგება, 73 კგ - გიორგი იანტბელიძე და თორნიკე მოსიაშვილი, 81 კგ - დავით გოდერძიშვილი და ირაკლი ბეროშვილი, 90 კგ - ლუკა მაისურაძე და მიხაილ კუპრაშვილი, ხოლო მძიმე წონაში (+100 კგ) გელა ზაალიშვილი, მასთან ერთად ვიხილავთ საბა ინანეიშვილსაც.
საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ტურნირში მონაწილეობას 48 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. საერთო ჯამში ტატამზე 399 ძიუდოისტი გამოვა, მათ შორის 228 მამაკაცი და 171 ქალი.
თაგები:
ზაგრების გრან-პრი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


