ზახაროვა – ნატო სრულად არის ჩართული რუსეთთან დაპირისპირებაში


ავტორი
Front News საქართველო
ნატო-ს ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ბლოკი მთლიანად ჩართულია ჩვენს ქვეყანასთან დაპირისპირებაში და ეს დაპირისპირება მზარდია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს მიმართა.
“თქვენ ევროკავშირის და ნატო-ს მოქალაქეები იდიოტები გგონიათ? თქვენ ნამდვილად მიგაჩნიათ, რომ ტანკების გაგზავნით, რომლებსაც ადამიანები უნდა მოემსახურონ, როგორც უკრაინის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეების რეკრუტირების პუნქტების ჩამოყალიბებით, მათ შორის საზღვარგარეთ უკრაინული საელჩოების ბაზებზე, არ წარმოადგენთ კონფლიქტის მხარეს?“ – განაცხადა ზახაროვამ.
მისივე თქმით, უკრაინისთვის გადაცემული დასავლური ჯავშანტექნიკა განკუთვნილია შეტევითი საბრძოლო მოქმედებებისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი არ მალავენ, რომ ახალი შეიარაღება დაეხმარება კიევს უკრაინული ტერიტორიების, მათ შორის, ყირიმის გათავისუფლებაში.
“ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა, იყო და იქნება“, – განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, უკრაინის თავდაცვაზე დიდი ხანია, საუბარი აღარ არის, ხოლო კიევი და დასავლეთი ყველაფრისთვის მზად არიან, რათა რუსეთს მაქსიმალური ზიანი მიაყენონ.
თაგები:
მარია ზახაროვა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს