ზახაროვა – შემდგომი უკრაინული პროვოკაციები აუცილებლად გამოიწვევს რუსეთის მკაცრ პასუხს


ავტორი
Front News საქართველო
დასავლეთის ქვეყნები ღიად მოუწოდებენ უკრაინას, შეუტიოს რუსეთის ტერიტორიას იმ იარაღის გამოყენებით, რომელსაც ისინი კიევს აწვდიან, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
ზახაროვას თქმით, უკრაინელი სამხედროების მსგავსი ქმედება უპასუხოდ არ დარჩება.
“მინდა, რომ კიევმა და დასავლეთის დედაქალაქებმა, სერიოზულად მიიღონ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებები, რომ შემდგომი უკრაინული პროვოკაციები რუსეთის ობიექტებზე დარტყმის მიზნით, აუცილებლად გამოიწვევს რუსეთის მკაცრ პასუხს. დასავლეთის ქვეყნების მრჩევლები, რომლებიც რჩებიან უკრაინის გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებში, სულაც არ იქნება პრობლემა რუსეთის საპასუხო ზომებისთვის. არ გირჩევთ ჩვენი მოთმინების გამოცდის გაგრძელებას”, – განაცხადა ზახაროვამ.
თაგები:
მარია ზახაროვა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს