
ავტორი
Front News საქართველო
დღეს ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსებმა დონეცკის ოლქის ავდეევკას გარეუბანში აქტიური შტურმი დაიწყეს. ამ პერიოდში რუსეთის ფედერაციამ ამ მიმართულებით 10 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.
“ერთი თვეა, რაც მტერმა აქტიურად დაიწყო ავდეევკაზე შტურმი. სასტიკი ბრძოლის, გამძლეობისა და ჩვენი დამცველების გამარჯვების თვე, რომლებიც გმირულად აგრძელებენ თავდაცვას”, – განაცხადა ზალუჟნიმ.
მისი თქმით, ამ დროის განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს: მტრის 100-ზე მეტი ტანკი; 250 სხვა ჯავშანმანქანა; ორმოცდაათამდე საარტილერიო სისტემა; 7 თვითმფრინავი სუ-25. მტრის ჯამური დანაკარგი ცოცხალი ძალით შეადგენს დაახლოებით ათი ათას ადამიანს.
თაგები:
ვალერი ზალუჟნი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს