ზალუჟნი – ჩემი ხალხის გადასარჩენად რატომ უნდა ვთხოვო ვინმეს ნებართვა, რა გავაკეთო მტრის ტერიტორიაზე?

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ მან არ უნდა სთხოვოს ვინმეს ნებართვა, თუ რა უნდა გააკეთოს მტრის ტერიტორიაზე თავისი ხალხის დასაცავად.
“ჩემი ხალხის გადასარჩენად რატომ უნდა ვთხოვო ვინმეს ნებართვა, რა გავაკეთო მტრის ტერიტორიაზე? რატომღაც უნდა ვიფიქრო, რომ იქ არაფრის კეთების უფლება არ მაქვს. რატომ? იმიტომ, რომ ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ? ბავშვებისთვის, რომლებიც კვდებიან, სულ ერთია.
ეს ჩვენი პრობლემაა და ჩვენი გადასაწყვეტია, როგორ მოვკლათ მტერი. თუ ჩვენს პარტნიორებს ეშინიათ იარაღის გამოყენების, ჩვენი იარაღით მოვკლავთ, მაგრამ მხოლოდ იმდენს, რამდენიც საჭიროა”, – განაცხადა ზალუჟნიმ The Washington Post-თან ინტერვიუში.
თაგები:
ვალერი ზალუჟნი




