
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის არმიას ბრძოლის გასაგრძელებლად ხალხი, საბრძოლო მასალა და იარაღი სჭირდება, უფრო მეტიც, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დაკისრებული ამოცანების შესრულება, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.
“ჩემთვის მთავარია, ხალხი ჯარში წავიდეს და შეძლოს დაკისრებული ამოცანების შესრულება, ვის რა გადავადება ექნება ან ვის არ ექნება, ვის გამოიძახებს სახელმწიფო – მივიჩნევ, რომ ეს ჩემი კომპეტენცია არ არის“, – განაცხადა ზალუჟნიმ.
მისი თქმით, ამ მიზნისთვის არის ცენტრალური აღმასრულებელი ორგანოები, რომლებიც განსაზღვრავენ ვინ გამოიძახონ.
”მე მჭირდება ხალხი, მჭირდება საბრძოლო მასალა და იარაღი მჭირდება ბრძოლის გასაგრძელებლად”, – აღნიშნა ზალუჟნიმ.
მინისტრთა კაბინეტმა რადას მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა. შეთავაზებულია ასაკობრივი ბარიერის შემცირება 27-დან 25 წლამდე.
თაგები:
ვალერი ზალუჟნი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს