ზალუჟნი – ჩვენი სამხედროები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს დეოკუპაციის მიზნით, გვაქვს წარმატებები რამდენიმე მიმართულებით


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსთან, გენერალ მარკ მილთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ მან Telegram-ზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ მილის ფრონტის ხაზზე არსებული ოპერატიული მდგომარეობის შესახებ დეტალურად უამბო.
“უკრაინის შეიარაღებული ძალები, მიუხედავად მტრის ნაღმების, ტანკსაწინააღმდეგო ბარიერებისა და ცეცხლის განადგურების სისტემისა, მეთოდურად ანადგურებენ მტრის ძალებს და აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ჩვენი ტერიტორიის დეოკუპაციის მიზნით. ჩვენ გვაქვს წარმატებები რამდენიმე მიმართულებით. ჩვენი ჯარისკაცები გმირები არიან”, – განაცხადა ზალუჟნიმ.
ასევე, ზალუჟნის თქმით, აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსთან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების, კერძოდ აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხები განიხილა.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ძირითად ბრძოლები კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებზე მიმდინარეობს. დღის განმავლობაში აღნიშნულ ადგილებში 20 შეტაკება მოხდა.
კუპიანსკის მიმართულებით თავდაცვის ძალებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის თავდასხმები მასიუტივკას სამხრეთ-დასავლეთით, ხარკოვის მხარეში. ბახმუტის მიმართულებით, მტრის მძიმე საარტილერიო ცეცხლის ქვეშ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის თავდასხმები კლიშჩიივკას სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანზე.
თაგები:
ვალერი ზალუჟნი