ზალუჟნი – ოკუპანტებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 18 რაკეტით შეუტიეს, მტრის ყველა სამიზნე განადგურებულია


ავტორი
Front News საქართველო
ოკუპანტებმა ამ ღამით უკრაინას სხვადასხვა ტიპის 18 რაკეტით, მათ შორის “კინჟალით” შეუტიეს, მტრის ყველა სამიზნე განადგურებულია, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი სოციალურ ქსელში წერს.
“2023 წლის 16 მაისს დაახლოებით 03:30 საათზე რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ უკრაინას ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან სხვადასხვა ტიპის 18 რაკეტით”, – წერს ზალუჟნი.
მისივე თქმით, MiG-31K-ს ექვსი თვითმფრინავიდან გაუშვეს “კინჟალის“ ექვსი რაკეტა, შავ ზღვაში ბაზირებული ხომალდებიდან – “კალიბრის“ ტიპის ცხრა რაკეტა, ასევე „ისკანდერის“ და “ეს-400“-ის სამი რაკეტა.
“18-ვე რაკეტა განადგურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვის ძალების და საშუალებების მიერ“, – წერს ზალუჟნი.
16 მაისის ღამით უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.
რუსეთმა მასიური შეტევა განახორციელა კიევზე და უმოკლეს დროში გაუშვა რაკეტების მაქსიმალური რაოდენობა.
კიევზე თავდასხმა განხორციელდა ერთდროულად დრონების, ფრთოსანი რაკეტების და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით. საჰაერო სამიზნეების უმეტესობა განადგურდა. მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, მტრის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
თაგები:
ვალერი ზალუჟნი