ზალუჟნი ორი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას ადასტურებს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინამ 14 იანვარს აზოვის ზღვაში რუსული А-50 и Ил-22 თვითმფრინავების ჩამოგდება ოფიციალურად დაადასტურა.
“უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეომრებმა გაანადგურეს მტრის A-50 შორი დისტანციური რადარის აღმოჩენის თვითმფრინავი და მტრის საჰაერო კონტროლის ცენტრი ილ-22“, – წერს ზალუჟნი.
“უკრაინის საჰაერო ძალებმა მტრის შორი დისტანციური რადარის აღმომჩენი თვითმფრინავი A-50 და სამხედრო თვითმფრინავი Ил-22 ჩამოაგდეს”, – წერს ზალუჟნი.
მან ასევე მადლობა გადაუხადა საჰაერო ძალებს აზოვის რეგიონში შესანიშნავად დაგეგმილი და შესრულებული ოპერაციისთვის.
თვითმფრინავების ჩამოგდების შესახებ ოფიციალური დადასტურება ასევე გამოჩნდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების “ტელეგრამზე”.
“აზოვის რაიონში სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. გაგრძელება იქნება”, – აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გუშინ ღამით რუსული სამხედრო თვითმფრინავი A-50 ჩამოაგდეს, Ил-22 კი დააზიანეს.
თაგები:
ვალერი ზალუჟნი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს