ზალუჟნი ყირიმის დეოკუპაციაზე – “ვერავინ შემაჩერებს”


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელი სამხედროები შეეცდებიან გაათავისუფლონ დროებით ოკუპირებული ყირიმი, თუ მათ ექნებათ საჭირო საშუალებები, ვერავინ შეაჩერებს ჩვენს მცველებს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა.
“როგორც კი მექნება საშუალებები, რაღაცას გავაკეთებ. არ მაინტერესებს – ვერავინ შემაჩერებს”, – ხაზგასმით აღნიშნა უკრაინელმა გენერალმა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ასეთი განცხადება გაკეთდა დასავლეთის ზოგიერთი ოფიციალური პირის შიშის ფონზე, რუსის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის რეაქციაზე, თუკი უკრაინელი დამცველები ნახევარკუნძულის გათავისუფლებას დაიწყებენ.
უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთთან ომის დასრულება შესაძლებელია მხოლოდ მტრისგან ტერიტორიების სრული განთავისუფლებით, მათ შორის დროებით ოკუპირებული ყირიმის.
როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, „უკრაინა ყირიმის გარეშე წარმოუდგენელია“ და გამარჯვება შეუძლებელია მისი დეოკუპაციის გარეშე.
მისი თქმით, “მტრის ჯარისკაცები თავად დაიწყებენ გაქცევას, როგორც კი უკრაინის დამცველები ნახევარკუნძულის პირველ სოფელს მიაღწევენ”.
თაგები:
ვალერი ზალუჟნი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს