ზალუჟნი – რუსეთმა ღამით უკრაინაზე თავდასხმის დროს 40-მდე რაკეტა და 35 დრონი გამოიყენა


ავტორი
Front News საქართველო
29 მაისის ღამეს, უკრაინაში რუსეთის ჯარებმა 40-მდე ფრთოსანი რაკეტა და დაახლოებით 35 დრონი გაუშვეს. ამასთან, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 37 რაკეტა, 29 თავდასხმითი დრონი და ერთი სადაზვერვო დრონი, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.
“ამ ღამით რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ უკრაინის სამხედრო ობიექტებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ფრთოსანი რაკეტებითა და თავდასხმითი დრონებით“, – წერს ზალუჟნი.
მისი თქმით, დამპყრობლებმა კასპიის ზღვის რეგიონიდან ცხრა ტუ-95მს სტრატეგიული თვითმფრინავიდან 40-მდე Kh-101/Kh-555 ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს.
“ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მტერმა შეტევა განახორციელა ირანული შაჰედ-136/131 უპილოტო საფრენი აპარატებით. ჯამში დაახლოებით 35 თავდასხმის დრონი”, – განაცხადა ზალუჟნიმ.
მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 67 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს.
ღამით რუსეთის არმიამ კიდევ ერთხელ მასიურად დაბომბა უკრაინის მშვიდობიანი ქალაქები. მტერმა მიმართა კომბინირებულ შეტევას რაკეტებისა და “შაჰედის” დრონების გამოყენებით.
თაგები:
ვალერი ზალუჟნი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს