ზამურ ჭითანავა ზვარეთისა და რატევანის მოსახლეობას შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ბოლნისის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა ზვარეთისა და რატევანის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრისას ადგილობრივებთან ერთად განიხილეს სოფლების საჭიროებები და სამომავლო გეგმები. როგორც კანდიდატმა აღნიშნა, თითოეული მოსაზრება მნიშვნელოვანია და მსგავსი უშუალო შეხვედრები საუკეთესო საშუალებაა რეალური პრიორიტეტების დასადგენად.
"მჯერა, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი უნდა იქცეს ისეთ სივრცედ, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა ღირსეული ცხოვრებისა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების. ჩემი მიზანია, თითოეული სოფლის საჭიროება გადაიზარდოს რეალურ და ხელშესახებ ცვლილებებში“, – განაცხადა ზამურ ჭითანავამ.
თაგები:
ბოლნისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს