ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს

ავტორი
Front News საქართველო
სუმის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსმა აგრესორებმა დაიკავეს.
მისივე ცნობით, სადგურის ოპერატიული პერსონალი ელექტროსადგურების მდგომარეობას აკონტროლებს და ასევე უზრუნველყოფს მის მუშაობას.
უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ,რომ ელექტროსადგურები ინარჩუნებენ მთლიანობას, სადგურის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი სისტემები და ელემენტები მუშა მდგომარეობაშია.
“ნომერი 1 ენერგობლოკის რეაქტორის განყოფილების მოწყობილობას აქვს დაზიანებები, რაც არ მოქმედებს ენერგობლოკის უსაფრთხოებაზე“, – აცხადებენ ინსპექტორის სამსახურში.
ამ დროისთვის რადიაციული მდგომარეობის ცვლილება არ ფიქსირდება.
ელექტროსადგურზე ოკუპანტების დაბომბვის შემდეგ გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
საგანგებო მიმართვაში პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შემთხვევაში ჩერნობილში მომხდარ კატასტროფაზე ექვსჯერ უფრო დიდი კატასტროფა განმეორდება.
“თუ მოხდა აფეთქება, ეს იქნება ევროპის დასასრული. ეს იქნება ევროპის ევაკუაცია. მხოლოდ ევროპის სასწრაფო ქმედებებს შეუძლია, გააჩეროს რუსული სამხედრო ძალები“,- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ოკუპანტები ამ დროისთვის ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურსაც აკონტროლობენ.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


