ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა რეაქტორი გაჩერებულია

ავტორი
Front News საქართველო
“ენერგოატომის” ინფორმაციით, 11 სექტემბრის ღამეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბოლო მომუშავე – მე-6 ენერგობლოკი ელექტროქსელიდან გაითიშა, მიმდინარეობს მზადება მისი გაგრილებისა და ცივ მდგომარეობაში გადასაყვანად.
“ბოლო სამი დღის განმავლობაში მეექვსე ენერგობლოკი სიმძლავრის კრიტიკულად დაბალ დონეზე მუშაობდა, რადგან რუსეთის დაბომბვების დაზიანებული იყო ყველა კავშირი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და უკრაინის ენერგოსისტემას შორის.
10 სექტემბერს ერთ-ერთი ხაზის აღდგენა მოხერხდა, ამიტომ მიღებული იყო გადაწყვეტილება ენერგობლოკის გათიშვის და ყველაზე უსაფრთხო, ცივ მდგომარეობაში გადაყვანის შესახებ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეტყობინება ელექტროსადგურის გათიშვის შესახებ საოკუპაციო ადმინისტრაციაშიც დაადასტურეს.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ქალაქ ენერგოდარში მდებარეობს, რომელსაც ახლა რუსები აკონტროლებენ.
თაგები:
ენერგოდარი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


