Logo

ზაპოროჟიეზე ოკუპანტების სარაკეტო იერიშს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინა
09.10.2022 / 11:35
Frontnews image description

9 ოქტომბრის ღამით ზაპოროჟიეზე ოკუპანტების სარაკეტო იერიშს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივანი ანატოლი კურტევი Telegram-ზე წერს.

 

დაშავებულია 40 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. დაშავებულთაგან 35-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

 

ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, კიდევ ადამიანები რჩებოდნენ.

 

მისივე თქმით, განადგურებულია 5 სახლი, კიდევ 40 კი დაზიანებულია. 

თაგები:

ზაპოროჟიე
Advertisement