ზაპოროჟიეზე ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ავტორი
Front News საქართველო
ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეში ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.
საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე სტარუხის განცხადებით, განადგურებულია ორსართულია საცხოვრებელი სახლი.
მისივე თქმით, ნანგრევებში ადამიანებია მოყოლილი, მათ შორის სულ მცირე ორი გარდაცვლილია.
უკრაინაში დილიდან საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ოკუპანტების თავდასხმა ხორციელდება კიევზე, დნეპრსა და ოდესაზე.
თაგები:
ზაპოროჟიე




