Logo

ზაზა ბიბილაშვილი - ადამიანები, რომლებიც გუშინ სოციალურად დაუცველთა სიაში იყვნენ, უცბად გახდნენ მულტიმილიონერები

პოლიტიკა
480
Frontnews image description

ადამიანები, რომლებიც გუშინ სოციალურად დაუცველთა სიაში იყვნენ, ზოგი მართლა "ცალი კალოშით" მოვიდა ხელისუფლებაში, უცბად გახდნენ მულტიმილიონერები, - ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი ბიძინა ივანიშვილის ხელით ცდილობს საქართველოს კონტროლს.

"რუსები ებღაუჭებიან საქართველოს. რუსეთი ბიძინა ივანიშვილის ხელით ცდილობს, რომ საქართველოზე შეინარჩუნოს კონტროლი. ივანიშვილის პირობებში ამ ადამიანებმა - მისმა ხელქვეითებმა იშოვეს საარაკო ფული, ეს არ არის მხოლოდ კორუფცია. ივანიშვილმა ზღაპრული მასშტაბის კორუფცია დააბრუნა საქართველოში.

ადამიანები, რომლებიც გუშინ სოციალურად დაუცველთა სიაში იყვნენ, ზოგი მართლა "ცალი კალოშით" მოვიდა ხელისუფლებაში, უცბად გახდნენ მულტიმილიონერები. ეს ის შემთხვევაა, რომ აქლემის ქურდები სხვებს ნემსის ქურდობას აბრალებენ და ვერც უმტკიცებენ. მთავარი ის არის, რომ ამერიკა, ევროპა და დიდი ბრიტანეთი ყოველდღიურად ამკაცრებენ სანქციებს. აქამდე არ იყო ისეთი სერიოზული სანქციები და ახლა უკვე ძალიან სერიოზული გახდა ფინანსური სანქციები. ის ადამიანები, რომლებმაც 300 და 500 მილიონი იშოვეს, მათ ეგოში ამ თანხებთან ერთად რაღაც იცვლება.

პირველ რიგში, ყოფილი თანამდებობის წევრების "დარეკეტება" არ არის კორუფციასთან ბრძოლა, კითხვა არის ის, ვინ ჭამს დღეს. წლები ამბობდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომ ამ რეჟიმს კორუფციაში პარალელი არ ჰყავს და ახლა აღმოჩნდა, რომ ახლა ასეთი "განგსტერული" გარჩევები აქვთ", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები