Logo

ზაზა ბიბილაშვილი - ახლა მართლა შეტევაზე გადასვლის დროა, აღარ გვაქვს უკან დასახევი

პოლიტიკა
296
Frontnews image description

ახლა მართლა შეტევაზე გადასვლის დროა, აღარ გვაქვს უკან დასახევი. უკან არის 11 დროის სარტყელი - "დიდი მატუშკა რასია". ისინი ვისაც ემსახურებიან, ჩანს -  მტერი აქებთ, - ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" არის რუსული ჰიბრიდული ძალა.

"ეს ხალხი, რომელსაც ოდესღაც "ქართული ოცნება" ერქვა, არის რუსული ჰიბრიდული ძალა, რომელმაც ხელში ჩაიგდო ეს ქვეყანა. ნებისმიერი შედარება არა თუ წინა ხელისუფლებასთან, შევარდნაძის ხელისუფლებასთან არის არარელევანტური. მტრულმა ძალამ ხელში ჩაიგდო ქვეყანა. ალბათ, ოდესმე დაიწერება - როგორ მოახერხეს ეს რუსებმა ისე, რომ ჩვენ გვიან მივხვდით.

ახლა მართლა შეტევაზე გადასვლის დროა, აღარ გვაქვს უკან დასახევი. უკან არის "დიდი მატუშკა რასია". ისინი ვისაც ემსახურებიან, ჩანს - მტერი აქებთ.

პირველი რანგის პირებთან არ მაქვს საუბარი, მათ უკვე მიჰყიდეს სული რუსებს, საშუალო რანგის ჩინოვნიკებთან მაქვს შეკითხვა, ვინც რეჟიმს ემსახურება - როგორ იძინებს, როგორ იღვიძებს, ხომ იციან, რაც ხდება. ზოგს საიდან უშვებენ, ზოგს - საიდან. ჩვენ ხომ ვამბობდით ნოემბერს, რომ ყველას მოადგებიან. ახლა დროა, ყველა გავერთიანდეთ, ჩავკიდოთ ხელი ყველას და ჩამოიქცევა ეს სისტემაც", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

Advertisement