
ავტორი
Front News საქართველო
ანტიკორუფციული სამსახური და მისი ხელმძღვანელი ვერაფერს ვერ გააკეთებს, ვინაიდან, ის იმთავითვე ამ თანამდებობაზე დანიშნულია პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად, – ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიურო პირველივე დღიდან ასრულებს პოლიტიკურ დავალებებს.
“ანტიკორუფციული სამსახური და მისი ხელმძღვანელი ვერაფერს ვერ გააკეთებს, ვინაიდან, ის იმთავითვე ამ თანამდებობაზე დანიშნულია პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად და ამას პირველივე დღიდან პირნათლად ასრულებს.
ამ სისტემას უშველის მხოლოდ და მხოლოდ სრული კათარსისი, სრული რეფორმა და მათ შორის, სრული საკადრო რეფორმა”, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, “აირჩიე ევროპა“ და მათი ხელმძღვანელები საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოაცხადა და მათზე კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის განაცხადებით, “ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაში მოცემულია კონკრეტული ფაქტები, რომელიც უტყუარად ადასტურებს, რომ ეს ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესებში ჩართულები არიან და ამისთვის კონკრეტული მატერიალური რესურსები, საკმაოდ მოცულობითი ხარჯები იხარჯება”.
თაგები:
ზაზა ბიბილაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს