ზაზა ბიბილაშვილი - არანაირი წინაპირობა იმისა, რომ არა თუ ტრამპი ყაველაშვილს დაურეკავს, ან ამერიკა ამ რუსულ ჰიბრიდულ ძალასთან დალაგდება, არ არსებობს


ავტორი
Front News საქართველო
არანაირი წინაპირობა იმისა, რომ არა თუ ტრამპი ყაველაშვილს დაურეკავს, ან ამერიკა ამ რუსულ ჰიბრიდულ ძალასთან დალაგდება, რასაც "ქართული ოცნება" წარმოადგენს, არ არსებობს, - ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის, რომ მიხეილ ყაველაშვილს და დონალდ ტრამპს შორის რაღაც ტიპის ურთიერთობა შედგა, სასაცილოა.
"ის, რომ თითქოს მან ტრამპთან რაღაც კომუნიკაცია დაამყარა, ეს სასაცილოა, რადგან ამგვარი კომუნიკაცია კულუარებში არ ხდება, პრეზიდენტები როცა ერთმანეთს ხვდებიან, თუ ეს სადღაც კორიდორში არ მოხდა გადაძახილით და ხელის აწევით, როგორც მოხდა ეს ინაუგურაციის დროს, მაშინ ამის შესახებ ცოტა უფრო სერიოზული და ოფიციალური ინფორმაცია უნდა არსებობდეს.
ცხადია, არანაირი წინაპირობა იმისა, რომ არა თუ ტრამპი ყაველაშვილს დაურეკავს, ან ამერიკა ამ რუსულ ჰიბრიდულ ძალასთან დალაგდება, რასაც "ქართული ოცნება" წარმოადგენს, არ არსებობს და პირიქით, რაც ვიხილეთ არის ის, რომ ტრამპი დღითი დღე უფრო ადეკვატური ხდება რუსეთის მიმართ " , - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მან დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ "დროა, ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიიღო პასუხი, რომ მიხედავს ამ საკითხს, დაჰპირდა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ თემას და დაუკავშირდება".
თაგები:
ზაზა ბიბილაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს