Logo

ზაზა ბიბილაშვილი – ბოლო ფაზაში ვართ, როცა ავტორიტარიზმიდან დიქტატურაში გადავდივართ

პოლიტიკა
1542
Frontnews image description

ავტორიტარიზმიდან დიქტატურაში გადავდივართ. ერთი წელია, ჩვენ ვართ რუსული დე ფაქტო დიქტატურის პირობებში, – ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2024 წლის 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ და ღიად განაცხადა ქვეყნის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით.

“ბოლო ფაზაში ვართ, როცა ავტორიტარიზმიდან დიქტატურაში გადავდივართ. გავიხსენოთ, რომ 2024 წლის 29 აპრილს შემობრუნება მოხდა, როდესაც აქცია შეკრიბა ივანიშვილმა, სადაც ღიად გამოაცხადა კურსის ცვლილების შესახებ. მანამდე ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ იმის ფუფუნება, რომ ეთქვათ – ჩვენ პროდასავლური განცხადება გავაკეთეთ და ვართ პროდასავლური ხელისუფლებაო. ეს ყველაფერი დამთავრდა 29 აპრილს და ერთი წელია, ჩვენ ვართ რუსული დე ფაქტო დიქტატურის პირობებში.

ჩაატარეს რაღაც სპეცოპერაცია, რომელსაც არჩევნები დაარქვეს და ახლა მერამდენე შიდა წმენდაა. ყოველგვარი ადამიანობისგან და სოციალური კავშირებისგან დაცლილ სტატისტიკურ ერთეულებს ნიშნავენ, რომლებიც ყველაფრის ბრმად შემსრულებლები არიან. მაუზერით რომ დადიოდნენ “ჩეკისტები” 1930-იან წლებში, ეგ ხალხი ჰყავთ ახლა.  ეს არის “ქართული ოცნება”, სხვა დანარჩენი იყო ილუზიები.

ვიმყოფებით სტადიაზე, როდესაც დასავლეთმა ესენი იზოლაციაში მოაქცია და მეორე მხრივ, გადაფასება ხდება ერთგვარი იმისა, თუ საქართველოსთან როგორ გააგრძელონ ურთიერთობა”, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები