
ავტორი
Front News საქართველო
ის მიზეზები, რომლის გამოც ომი დაიწყო, მხოლოდ რუსეთშია საძებნელი. ეს მიზეზები არ და ვერ შეიცვლება, სანამ რუსეთი არ იქცევა იმ იმპერიული ნარჩენიდან ეროვნულ სახელმწიფოდ, – ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკა-რუსეთს შორის მომლაპარაკებლებში დიდი დისბალანსია.
“კი ბატონო, დადებენ ხელშეკრულებას მინერალებზე, ცეცხლი შეწყდება ერთი თვით, მაგრამ ის მიზეზები, რომლის გამოც ომი დაიწყო, მხოლოდ რუსეთშია საძებნელი. ეს მიზეზები არ და ვერ შეიცვლება, სანამ რუსეთი არა თუ არ დამარცხდება, არამედ არ იქცევა იმ იმპერიული ნარჩენიდან ეროვნულ სახელმწიფოდ.
რუსეთის მხრიდან ყველა მომლაპარაკებელი არის ძალიან გამოცდილი, ძალიან მცოდნე, მეორე მხარეს ჩვენ ამერიკიდან ვხედავთ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომლებსაც ზოგ შემთხვევაში, ნულოვანი გამოცდილება აქვთ, არც ცივი ომი იციან, არც ის იციან რუსეთი რას წარმოადგენს, არ იციან რუსეთის ფსიქოტიპი რა არის. ამ მხრივ, დიდი დისბალანსია და ჩვენი მტერი, ევროპის მტერი პუტინი ამას ძალიან კარგად იყენებს”, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
თაგები:
ზაზა ბიბილაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს