ზაზა ბიბილაშვილი - ივანიშვილი ცდილობს, ილუზია შექმნას უცხოელ პარტნიორებთან, რომ რაღაცებს ცვლის


ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილი ცდილობს, ილუზია შექმნას უცხოელ პარტნიორებთან, რომ რაღაცებს ცვლის, - ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი ცვლილებები სტალინის დროსაც იყო.
"ივანიშვილი ცდილობს, ილუზია შექმნას უცხოელ პარტნიორებთან, რომ რაღაცებს ცვლის, თუმცა, ჩემი აზრით, ეს იმთავითვე განწირული ქმედება არის, ვინაიდან, ერთი მხრივ, ამას აკეთებდე და მეორე მხრივ, ყოველდღიურად აბეტონებდე კანონებით დამყარებულ დიქტატურას, შეუთავსებელია ერთმანეთთან.
რამდენად მსგავსია ეს რეჟიმი ადრეული ბოლშევიზმის წლებთან - მაშინაც, როდესაც სტალინური წმენდა იყო, ყოველი შემდეგი წმენდის შედეგად მოდიოდა უფრო მორჩილი და უსახური ფიგურები.
წინა ხელისუფლებაც გავიხსენოთ - ოქრუაშვილს რომ გაუშვებდი, სკანდალი იყო იმიტომ, რომ მძიმეწონოსანი პოლიტიკური ფიგურა იყო და ბოდიში მომითხოვია, ესენი არავინ არ არიან, ნულოვანი პოლიტიკური წონა და ავტორიტეტი გააჩნიათ. დარწმუნებული ვარ, ყველა მათგანზე არის ცალკე კარტოთეკა სუსში და ცალკე პროკურატურაში, როგორც კორუფციაზე, ასევე კომპრომატებზე. თავიდან ბოლომდე არიან 100%-ით კონტროლირებადი. ისინი გამოიყენეს და გაუშვეს, მაგრამ ძალიან ჭკვიანურ რუსულ ბოლშევიკურად ისინი "კარმუშკასთან" რჩებიან" , - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
შსს-ში საკადრო ცვლილებები განხორციელდა, რომელიც მათ შორის, გდდ-ს ხელმძღვანელს ზვიად ხარაზიშვილს, იგივე "ხარებასაც" შეეხო.
თაგები:
ზაზა ბიბილაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს