ზაზა ბიბილაშვილი - მთელი პოლიტიკური პარტია და მასთან დაკავშირებული ძალა მუშაობდეს სხვა ქვეყანაზე, მე მგონი, ბოლშევიკების დროსაც კი არ იყო ასეთი რამ


ავტორი
Front News საქართველო
მთელი პოლიტიკური პარტია და მასთან დაკავშირებული ძალა მუშაობდეს სხვა ქვეყანაზე, მე მგონი, ბოლშევიკების დროსაც კი არ იყო ასეთი რამ, - ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის გზავნილები არავისკენ მიემართება.
"ეს ადამიანები, ეს ძალები ებრძვიან საღ აზრს. ასე მასობრივად და კოლექტიურად მთელი პოლიტიკური პარტია და მასთან დაკავშირებული ძალა მუშაობდეს სხვა ქვეყანაზე, მე მგონი, ბოლშევიკების დროსაც კი არ იყო ასეთი რამ. ეს ბოროტი და მოღალატე რეჟიმი მხოლოდ პიარზე დგას. მართლა საბჭოთა რუსული პროპაგანდის კლასიკაა ის უტიფრობა, ცინიზმი, რაც კობახიძის წერილში იყო. ამ ყველაფრით აღწერენ საკუთარ თავს. ასეთი გზავნილები, სინამდვილეში, არავის მიემართება.
რაც შეეხება მეორე ფრონტზე საუბარს, მეორე კი არა, ესენი არიან პირველი ფრონტის შემადგენელი ნაწილები. რა ომსაც რუსეთი აწარმოებს დასავლეთის წინააღმდეგ, "ოცნება" არის ამ ერთი დიდი ომის შემადგენელი. სამწუხაროდ, ეს ომის ხაზი საქართველოზე გადის, ჩართულები არიან პირველივე დღიდან ამ ომში", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
თაგები:
ზაზა ბიბილაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს