
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი ყველა დასავლელი მეგობარი იმყოფება იმ სტადიაზე, რომ გადააფასოს და ჩამოაყალიბოს ახალი პოლიტიკა საქართველოში არსებული ძალიან მძიმე რეალობის მიმართ, – ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დასავლეთი “ქართულ ოცნებას” მიმართავს როგორც პარტიას და არა ქვეყნის ხელისუფლებას.
“ქართულ ოცნებას” მიმართავენ, როგორც “ქართულ ოცნებას” და არა, როგორც საქართველოს ხელისუფლებას, როგორც არჩეულ ლეგიტიმურ ხელისუფლებას. მიმართავენ, როგორც პარტიას, რომელიც ბრალდებულია იმაში, რომ მან მოიპარა არჩევნები, გააყალბა ხალხის ნება და სასტიკად უსწორდება ხალხს, უპირისპირდება საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას.
ამჟამად ევროკავშირი და არა მხოლოდ ევროკავშირი – ჩვენი ყველა დასავლელი მეგობარი იმყოფება იმ სტადიაზე, რომ გადააფასოს და ჩამოაყალიბოს ახალი პოლიტიკა საქართველოში არსებული ძალიან მძიმე რეალობის მიმართ და გამონახოს კონკრეტული გზები იმისა, თუ როგორ დაეხმაროს ქართველ ხალხს”, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
თაგები:
ზაზა ბიბილაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს