ზაზა ბიბილაშვილი - რასაც უნდა, იმას აკეთებენ და ამას ჰქვია კანონის ძალით, რა თქმა უნდა, ეს არის ცინიზმი


ავტორი
Front News საქართველო
დღეს ვართ იმ ვითარებაში, როდესაც ყველაფერს დაესვა ერთი დიდი წერტილი, - ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ რამე ამყოფებს ჯერ კიდევ საერთაშორისო დღის წესრიგის რადარზე ქვეყანას, ეს არის იმ ადამიანების დამსახურება, რომლებიც ყოველდღიურად დგანან აქციებზე.
"ოცნება" ძალიან ვერაგულად, ძალიან ცბიერად ამყარებდა ამ კურსს მაშინ, როდესაც უმეტესობას მაინც ეგონა, რომ ძირითადად, სწორ გზაზე ვართ.
დღეს ვართ იმ ვითარებაში, როდესაც ყველაფერს დაესვა ერთი დიდი წერტილი. კანონებს რაც შეეხება, იმდენად მიუღებელია, რომ შეუძლებელს ხდის აქ დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრებას, მედიის ფუნქციონირებას, ადამიანის უფლებების დაცვას. რასაც უნდა, იმას აკეთებენ და ამას ჰქვია კანონის ძალით, რა თქმა უნდა, ეს არის ცინიზმი.
თუ რამე გვამყოფებს ჯერ კიდევ საერთაშორისო დღის წესრიგის რადარზე, არიან ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად დგანან იქ, სადაც საქართველოს ისტორია იწერება.
შემხვდა ერთ-ერთი ახალი მოძრაობის განცხადება - მთავრობა, რომ შეიცვლება ჩვენ "ნაციონალურ მოძრაობასაც" გავასამართლებთ და "ქართულ ოცნებასაცო". მე მაინტერესებს, იმ ადამიანებს შორის, რომლებიც შეიძლება "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეები იყვნენ, თუ იციან, რომ თავისი თავის გასასამართლებლად დგანან ქუჩაში, ან იბრძვიან რეჟიმის წინააღმდეგ 13 წელია", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
თაგები:
ზაზა ბიბილაშვილი