
ავტორი
Front News საქართველო
მე ვისურვებდი, რომ ეს პროტესტი იყოს საერთო სახალხო, ამაში ვგულისხმობ იმას, რომ პოლიტიკოსები, “პოლიტიკური ელიტა” იყოს ერთმანეთთან და ხალხთან უფრო კავშირში, – ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საერთო სახალხო პროტესტში ლიდერიც თავისით გამოიკვეთება.
“მე ვისურვებდი, რომ ეს პროტესტი იყოს საერთო სახალხო, ამაში ვგულისხმობ იმას, რომ პოლიტიკოსები, “პოლიტიკური ელიტა” იყოს ერთმანეთთან და ხალხთან უფრო კავშირში. ერთი დეტალი, რომელიც ნიშანდობლივია გუშინდელი დღიდან – პაატა ბურჭულაძე და ნადიმ ხმალაძე არ ალაპარაკეს. პაატა ბურჭულაძე, რომელიც იქ დგას ყოველ დღე და რომც არ იდგეს, პაატა ბურჭულაძეა და ნადიმ ხმალაძე, რომელიც იბრძვის ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ. ვიღაცის კი არ არის პროტესტი, ან ვიღაცის კი არ არის მიკროფონი, ყველასია. როდესაც ყველასია. საერთო სახალხო რომ იყოს, ეს უნდა იყოს ყველასი და ლიდერიც თავისით გამოიკვეთება მერე, თუ იქნება ამგვარი ბუნებრივი განვითარების საშუალება”, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
თაგები:
ზაზა ბიბილაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს