
ავტორი
Front News საქართველო
7 მარტს აქციაზე დაშავებულმა ზაზა ბირიაშვილმა მხედველობა დაკარგა.
ბირიაშვილს დაზიანებული აქვს შუბლი და ცხვირი, აქვს ტვინის შერყევა.
“თვალი და შუბლი მაქვს დაზიანებული, ცხვირი და ტვინის შერყევა მაქვს. ვერ ვხედავ მარჯვენა თვალიდან, არაფერი აღარ ჩანს. დაშლილი იყო თვალი და ააწყეს, უბრალოდ დევს, თორემ ვერაფერს ვერ ვხედავ.
მობრუნებული ვიდექი წყლის ჭავლი რომ გამოუშვეს, შევტრიალდი, გასროლის ხმა გავიგე და რაღაც მომხვდა. ხელკეტი მომხვდა თუ რა მომხვდა არ ვიცი”, – აცხადებს ბირიაშვილი “მთავართან”.
მედიკოსების განმარტებით, თვალის ბადურა ისეთი დაზიანებულია, მისი აღდგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია.
შსს-ს გამოძიება ჯერ არ დაუწყია. კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის თქმით, უნდა დადგინდეს სად დაუზიანდა აქციის მონაწილეს თვალი.
თაგები:
აქცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს