ზაზა გახელაძისთვის გამოტანილ განაჩენს “სირცხვილიას” აქტივისტები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აპროტესტებენ


ავტორი
Front News საქართველო
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის გამოტანილ განაჩენს "სირცხვილიას" აქტივისტები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აპროტესტებენ.
შეკრებილები პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმთან ერთად საქარათველოს ხელისუფლებასაც აკისრებენ.
"რასაც არ უნდა აკეთებდეს ოფიციალური თბილისი, სინამდვილეში მოსკოვის თბილისის ფილიალი, როცა ადამიანს ჩვენსავე კონტროლირებად ტერეტორიაზე სოკოს კრეფისას, რომ დაჭრიან, გაიტაცებენ, რაღაცეებს დააბრალებენ, რუსი სამხედროებიც იძახიან, რომ არ უსვრიათ ჩვენი მიმართულებით რა სისულელეაო, აი ამ დროს გიორგი ვოლსკი, არ უნდა გამოეთრეს და არ უნდა გვითხრას, რას ვიზამთ ესაა ოკუპაცია ხან დაგჭრიან და ხან დაგიჭერენო, სახალხო დამცველმა გახელაძის საქმეზე მიიღო ეს პასუხი.
12 წლით რომ უნდა იჯდეს ადამიანი ციხეში, ხომ ყველამ კარგად ვიცით, რა საფრთხის ქვეშ იქნება ყოველწუთიერად. შეშფოთებას რომ გამოთქვამენ და ამბობენ, ომი რომ არ გაქვთ არ ხართ კმაყოფილებიო, ჯერ ერთი ცოტა მეტიც გვინდა, მაგრამ არ გვაქვს ომი? ამდენი წლის განმავლობაში რამდენი ადამიანი მოგვტაცეს, რამდენი მოკვდა, რამდენი მიწა წაგვართვეს, როგორ არ გვაქვს ომი, უბრალოდ ნელი ომია, რომელიც ივანიშვილის ქონებას არ უქმნის საფრთხეს", – აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს