ზაზა ქევანიშვილი - მაქსიმალურად ვეცდები, ხელი შევუწყო ამ კუთხის განვითარებას, გავაგრძელოთ ინფრასტრუქტურული პროექტები


ავტორი
Front News საქართველო
მაქსიმალურად ვეცდებით, ხელი შევუწყოთ კერძო პირებს და ზოგადად, ამ კუთხის განვითარებას, გავაგრძელოთ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომ ჩვენი მოსახლეობა სწრაფად და კომფორტულად გადაადგილდეს, - ამის შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან ზაზა ქევანიშვილმა განაცხადა.
ქევანიშვილმა ისაუბრა მასშტაბური პროექტის, მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობის შესახებ, რომელიც ახალ შესაძლებლობებს მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში დაწყებულია წყალმომარაგების სრულმასშტაბიანი განახლება, რაც ამბროლაურის მცხოვრებლებს უწყვეტი სასმელი წყლით უზრუნველყოფს.
"[მრავალფუნქციური ცენტრის] მსგავსი პროექტი ამბროლაურში არ ყოფილა, შეიძლება უამრავი თემის თავმოყრა და ნამდვილად მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს. ახალგაზრდებისთვისაც თავშეყრის ძალიან ლამაზი ადგილი იქნება.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროექტი, რომელიც შეეხება ამბროლაურის მოსახლეობის წყლით მომარაგებას და შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობა სასმელი წყლით", - განაცხადა ზაზა ქევანიშვილმა.
თაგები:
ზაზა ქევანიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს