Logo

ზაზა ხატიაშვილი - ბევრი ადამიანი დაჯდება საბრალდებო სკამზე, ვინც საქმის მასალები გააყალბა

საზოგადოება
76
Frontnews image description

გვექნება ბევრი აქცია და ბევრი ადამიანი დაჯდება საბრალდებო სკამზე, ვინც საქმის მასალები გააყალბა, - ამის შესახებ მოკლული ახალგაზრდა პედაგოგის გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა პროკურატურის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დაზარალებულის უფლებები დაირღვა, როცა მას სისხლის სამართლის საქმეზე წვდომა არ მისცეს.

"ჩვენ გვინდა, რომ გადმოგვცენ სისხლის სამართლის საქმის მასალები. დაზარალებულის უფლებები დაირღვა, როცა მას სისხლის სამართლის საქმეზე წვდომა არ მისცეს. როდესაც დედას შვილი ცოცხალი ჰყავდა, მისცეს დადგენილება, რომ სავარაუდო დანაშაული შეიცავდა ჯგუფური დანაშაულის ნიშნებს. როცა ცოცხალი იყო ადამიანი ამბობდნენ, რომ 117-ე მუხლის მესამე ნაწილის სავარაუდო ნიშნებს შეიცავდა და როცა გარდაიცვალა უცებ გაქრა ეს და აღმოჩნდა, რომ ჯგუფური დანაშაული არ მომხდარა. ისმის კითხვა: რატომ ჩაიდინა ეს სიბინძურე საქართველოს პროკურატურამ?!

გვექნება ბევრი აქცია და ბევრი ადამიანი დაჯდება საბრალდებო სკამზე, ვინც საქმის მასალები გააყალბა", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე 17 და 16 წლის მოზარდები პოლიციამ 26 ოქტომბერს დააკავა, კიდევ ორი კი 20 დეკემბერს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები