ზაზა ხატიაშვილი – მე მინდა, რომ მერიისგან მოტყუებული ადამიანებისგან დავიცვა ჩვენი თბილისი

ავტორი
Front News საქართველო
მინდა, ამ ქვეყანას, თბილისელებს დავუბრუნო სახეზე ღიმილი და მომავლის რწმენა, რომელიც დღევანდელმა მერიამ თბილისელებს წაართვა, – ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაზა ხატიაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „დებატები 2021“ სტუმრობისას განაცხადა.
როგორც ზაზა ხატიაშვილმა აღნიშნა, გეგმავს, რომ თბილისის მერიისგან მოტყუებული ადამიანების უფლებები დაიცვას.
“მე ვარ ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატი, უფლებადამცველი. პირველად ვმონაწილეობ მერის არჩევნებში და ჩემი მონაწილეობა განპირობებულია იმით, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყანა შეიყვანა უფსკრულში, კორუფციის ჭაობში. ვხედავთ, რომ კოლექტიური მურუსიძე-ჩინჩალაძე გვხვდება ყველგან და გამოსავალი არ არსებობს. მინდა, ამ ქვეყანას, თბილისელებს დავუბრუნო სახეზე ღიმილი და მომავლის რწმენა, რომელიც დღევანდელმა მერიამ თბილისელებს წაართვა. მე გუშინ ღამე გავათენე მახათას მთაზე ტაძარში და იქ იყო ქალბატონი მარიამ მიტიჩაშვილი, რომელიც თბილისის მერიამ დააჯარიმა, პენსიონერი, წაართვა 26 500 ლარი, ეს ქალბატონი აგროვებდა პენსიას და დატოვა ფაქტობრივად ქუჩაში. მე მინდა, რომ ასეთი ადამიანების მერი ვიყო, რომელსაც სახეზე ღიმილს დავუბრუნებ და მერიისგან მოტყუებული ადამიანებისგან დავიცვა ჩვენი თბილისი“, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
თაგები:
ზაზა ხატიაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


