Logo

ზაზა სარალიძე – მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, გამოუშვას ყველა, ყველა იმ ბავშვს ვპატიობ ყველაფერს

საზოგადოება
1218
Frontnews image description

მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, გამოუშვას სუყველა, ყველა იმ ბავშვს ვპატიობ ყველაფერს, – ამის შესახებ  ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ  ზაზა სარალიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, სიმართლე გარკვეული და მას აღარ აინტერესებს დამნაშავეების დასჯა, თუმცა ვერ პატიობს იმ გამომძიებლებს, ვინც სიმართლის დამალვას ცდილობდენ.

 

“მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, გამოუშვას სუყველა, ყველა იმ ბავშვს ვპატიობ ყველაფერს. კანონი მეუბნება, 15 წლის შემდეგ უნდა ვაპატიო. დღესვე ვაპატიებ, რატომ ვიტანჯო 15 წელი თავი? განა მე ის ბავშვი არ მეცოდება და მათი მშობლები არ მეცოდება? ეს მე სასამართლოზე ვთქვი, რომ გამოუშვან, ვინც სიმართლეს იტყვის, გამოუშვან კალანდია. აღარ არის ჩემთვის მკვლელები მნიშვნელოვანი. სიმართლე ითქვა. ზაზა სარალიძემ დაამტკიცა დათო სარალიძის სიმართლე. 

 

მაგრამ ერთი კარგად დაიმახსოვრეთ – გამომძიებლებს ფხაკაძეს, გუგუშვილს, ფიფიას,  სამ კაცს სანამ სული მიდგას, არ ვაპატიებ არასოდეს. ღარიბაშვილი და გომელაური კი არა, ვინც გინდათ, ის მოდით”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ “ტვ პირველის” ეთერში.

 

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ კრიტიკული პოსტების დაწერის გამო “ვიღაცები მიუგზავნეს” და დაემუქრნენ.

 

ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან 1 დეკემბერს 4 წელი გადის.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები