ზაზა სარალიძე – ვიწყებ შიმშილობას მანამ, სანამ ამ უაზრო კანონს არ გაიწვევენ უკან


ავტორი
Front News საქართველო
მე ვიწყებ შიმშილობას მანამ, სანამ ამ უაზრო კანონს არ გაიწვევენ უკან, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
“მე ვიწყებ შიმშილს მანამ, სანამ ამ უაზრო კანონს არ გაიწვევენ უკან. აქ არაფერ შუაშია ენჯეო სექტორი და ტელევიზია, ეს ყველაფერი აისახება ჩვენზე, მოქალაქეებზე… რომ არ ყოფილიყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თავისუფალი მედია, დღეს ჩემი შვილის მკვლელები გარეთ იქნებოდნენ. ყველაფერი იქნებოდა ჩახშული და დაბლოკილი როგორც რუსეთში ხდება მით უმეტეს ამ კანონის მიღების მერე… ეს კანონი არაფერ შუაში გამჭვირვალობასთან. ეს კანონი არის პირდაპირ არასამთავრობო სექტორის და თავისუფალი მედიის, თავისუფალი სიტყვის დისკრედიტაციისკენ.
დღეს მე ვეღარ გავჩერდი სახლში იმიტომ, რომ ჩემი ცოცხალ შვილს, რომელიც აქციებზე დადის, გამოდიან და მილანძღავენ. გამოდიან და ეძახიან ანგაჟირებულს, გაყიდულს. არანაკლებს აკეთებდნენ ჩემს მიცვალებულ შვილზე. არავის მივცემ უფლებას, ჩემი ცოცხალი შვილის მომავალი გათელონ. დღეს საქართველო გადასარჩენია. არავის უნდა უღირდეს სახლში ჯდომა”, – განაცხადა სარალიძემ “ფორმულასთან”.
თაგები:
ზაზა სარალიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს