ზაზა შათირიშვილი – ის ხალხი ღელავს და დანაშაულად მიიჩნევს ვეფხვის ბოკვერის მოფერებას, ქუჩაში ხალხი რომ დახოცა, საკუთარ საზოგადოებას 7 ნოემბერი და 26 მაისი მოუწყო


ავტორი
Front News საქართველო
ის ხალხი ღელავს და დანაშაულად მიიჩნევს ვეფხვის ბოკვერის მოფერებას, ქუჩაში ხალხი რომ დახოცა, საკუთარ საზოგადოებას 7 ნოემბერი და 26 მაისი მოუწყო, დახოცილი ადამიანები მაღაზიის სახურავებზე შემოაწყო, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა.
ფილოსოფოსი გამოეხმაურა ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე საზოგადოების ნაწილის უარყოფით რეაქციას. როგორც მან აღნიშნა, პარადოქსია, რომ ვეფხვის ბოკვერის ბედზე ის ხალხი ღელავს, ვინც რეკეტი ცხოვრების ყოველდღიურობად აქცია, ქვეყნის ტერიტორიები რუსეთს ჩააბარა და ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა მიატოვა, მედია დაარბია, ხოლო ქართველ ხალხს ღირსება წაართვა.
“ის ხალხი ღელავს და დანაშაულად მიიჩნევს ვეფხვის ბოკვერის მოფერებას, ქუჩაში ხალხი რომ დახოცა, საკუთარ საზოგადოებას 7 ნოემბერი და 26 მაისი მოუწყო, დახოცილი ადამიანები მაღაზიის სახურავებზე შემოაწყო, პატიმრები აწამა, გააუპატიურა და სულში ჩააფურთხა, ბიზნესი დააწიოკა და რეკეტი ცხოვრების ყოველდღიურობად აქცია, ომი დაიწყო, ქვეყნის ტერიტორიები რუსეთს ჩააბარა და ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა მიატოვა, მედია დაარბია და დახურა, ქართველ ხალხს ღირსება წაართვა და მონად გადაქცევა დაუპირა… როგორი პარადოქსია, რომ აი ეს ხალხი ღელავს დღეს ვეფხვის ბოკვერზე”, – განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.
თაგები:
ზაზა შათირიშვილი

გიორგი ჩაკვეტაძე – რადიკალებმა საბოლოოდ გაგვიმხილეს გეგმაც და მოტივაციაც, 7 ნოემბერი და 26 მაისი უნდათ დააბრუნონ

ზაზა შათირიშვილი – “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილია ის წინაღობა, რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მსურველებს, ამიტომაც ებრძვიან ასე დაუნდობლად

ზაზა შათირიშვილი – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ოლიგარქიული ოჯახებისა და ფსევდოლიბერალების მანკიერი გეგმების მსხვერპლი ჩვენი ქვეყანა არ გახდეს