ზაზა შათირიშვილი - მართალია და სწორია, რომ არსებული პოლიტიკური ნაგვისგან, გაშიფრული აგენტურისგან უნდა სრულად გაიწმინდოს პოლიტიკური ველი

ავტორი
Front News საქართველო
მართალია და სწორია, რომ არსებული პოლიტიკური ნაგვისგან, გაშიფრული აგენტურისგან უნდა სრულად გაიწმინდოს პოლიტიკური ველი, მაგრამ მეორე მხრივ ეს ქმნის საფრთხეს, რომ მოსუფთავებულ ლანდშაფტზე ოლიგარქიულმა ოჯახებმა ახალი მარიონეტი არ შემოაგდონ, - წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.
მისი თქმით, სანამ გლობალური ომის პარტია ბობოქრობს, ვერანაირი პარტიისა და პოლიტიკური ძალის აკრძალვა ვერ იქნება დამშვიდების საფუძველი.
"საზოგადოებას მინდა განსაკუთრებული სიფრთხილისა და გააზრებულად მოქმედებისკენ მოვუწოდო. მართალია და სწორია, რომ არსებული პოლიტიკური ნაგვისგან, გაშიფრული აგენტურისგან უნდა სრულად გაიწმინდოს პოლიტიკური ველი, მაგრამ მეორე მხრივ ეს ქმნის საფრთხეს, რომ მოსუფთავებულ ლანდშაფტზე ოლიგარქიულმა ოჯახებმა ახალი მარიონეტი არ შემოაგდონ, რომელსაც ერთი შეხედვით კავშირი არ ექნება კრიმინალურ პოლიტიკურ ბანდასთან, მაგრამ ცხადია ის იქნება სრულად დამორჩილებული „დიპ სტეიტის“ და ომის პარტიის მითითებებს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - სანამ ეს ძალა ბობოქრობს და მსოფლიოს დამონება სურს, ვერანაირი პარტიის და აგენტის განეიტრალება ვერ იქნება დამშვიდების საფუძველი. მთავარია ინფორმირებულობა, მათი ხაფანგების წინასწარ გამოცნობა და განეიტრალება - რაშიც ქართულ საზოგადოებას უდიდესი გამოცდილება უკვე აქვს“, - წერს შათირიშვილი.
თაგები:
ზაზა შათირიშვილი




