ზაზა შათირიშვილი - უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, არ უნდა ავყვეთ ემოციებს, არ უნდა დავიჯეროთ, რომ პაველ ჰერჩინსკი თუ რომელიმე დიპლომატი საქართველოზე ლოცვით მუხლებს გადაიტყავებს


ავტორი
Front News საქართველო
ისინი შექმნიან სიძულვილით სავსე გარემოს, ისინი წაახალისებენ ძალადობას და კრიმინალს, ისინი ფეხქვეშ გათელავენ ინსტიტუციებს, ისინი შენებას ნგრევად, ხოლო, სიკეთეს ბოროტებად წარმოაჩენენ - ხოლო როდესაც ზამბარა მაქსიმალურად დაიჭიმება, როდესაც ჩათვლიან, რომ აგრესიული უმცირესობა რევოლუციისთვის მზად არის, აუცილებლად გამოჰკრავს ვინმე სასხლეტს ხელს და მათთვის ასე ნანატრი მსხვერპლიც რეალობად იქცევა, - ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს.
როგორც შათირიშვილი აღნიშნავს, ე.წ. დიპლომატების არაბუნებრივი აქტიურობა, მათი უსამართლო განცხადებები და სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი ქმედებები ერთი მიზნით - საქართველოში უკონტროლო ვითარების შექმნით არის განპირობებული.
„სწორედ ამ დიდი და მზაკვრული გეგმის ნაწილია ეგრეთ წოდებული დიპლომატების არაბუნებრივი აქტიურობა. მათი ყოველი უსამართლო განცხადება, დაუსაბუთებელი კრიტიკა და ზოგ შემთხვევაში, სახელმწიფოსათვის შეურაცხმყოფელი ქმედებები, ერთადერთი მიზნით არის ნაკარნახევი - საქართველოში შექმნან უკონტროლო ვითარება და შემდეგ, როგორც სპეცსამსახურების ტერმინით იტყვიან - „თუ დამკვეთი არ არსებობს, დამნაშავე მხოლოდ ერთია“. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, არ უნდა ავყვეთ ემოციებს, არ უნდა დავიჯეროთ, რომ პაველ ჰერჩინსკი თუ რომელიმე დიპლომატი საქართველოზე ლოცვით მუხლებს გადაიტყავებს. პირიქით, ეს ხალხი „დიფ სთეითის“ დავალებებს ასრულებს და თითოეულ მათ სიტყვას და ქმედებას სწორედ ამ პრიზმიდან უნდა შევხედოთ“, - წერს ზაზა შათირიშვილი.
თაგები:
ზაზა შათირიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს