Logo

ზაზა თავაძე - ეს არის ქვეყნის ღალატის ქრონიკა, რომელიც მომავალში თავისუფალ სასამართლოში მათ წინააღმდეგ აუცილებლად იქნება გამოყენებული

პოლიტიკა
303
Frontnews image description

"ოცნების“ რეჟიმის ე.წ. საგამოძიებო კომისიამ, დღევანდელი დასკვნით, ფაქტობრივად, საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი. ეს არის ქვეყნის ღალატის ქრონიკა, რომელიც მომავალში თავისუფალ სასამართლოში მათ წინააღმდეგ აუცილებლად იქნება გამოყენებული, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა თავაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ დასკვნაში, გიორგი გახარია 60-ჯერ არის ნახსენები, მაშინ როცა მურუსიძე, ჩინჩალაძე და სხვები საერთოდ არ ფიგურირებენ. 

"ოცნების“ რეჟიმის ე.წ. საგამოძიებო კომისიამ, დღევანდელი დასკვნით, ფაქტობრივად, საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი. ეს არის ქვეყნის ღალატის ქრონიკა, რომელიც მომავალში თავისუფალ სასამართლოში მათ წინააღმდეგ აუცილებლად იქნება გამოყენებული.

წულუკიანის კომისია თავიდანვე არალეგიტიმურად, შეკვეთით შეიქმნა – ერთადერთი მიზნით: თითქოს "ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩადენილი უკანონობების გამოსაძიებლად. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, რეალური მიზეზი, გიორგი გახარიას პოლიტიკური განეიტრალება და მისი ქვეყნის სამსახურში ყოფნისთვის გასამართლება იყო. 

დასკვნაში, გიორგი გახარია 60-ჯერ არის ნახსენები, მაშინ როცა მურუსიძე, ჩინჩალაძე და რეჟიმების სხვა მსახურები, რომლებიც დღეს „ოცნების“ მთავარ საყრდენად იქცნენ, საერთოდ არ ფიგურირებენ. გიორგი გახარიამ კი წულუკიანის ე.წ. კომისიაზე ორჯერ გამოცხადებით, პირდაპირ ამხილა "ოცნების“ რეჟიმის რეალური სურვილი - გიორგი გახარიას პოლიტიკური განეიტრალების შესახებ. 

საგულისხმოა, რომ "ოცნების“ რეჟიმი ზუსტად იმავე ბრალდებებს უყენებს გიორგი გახარიას, რასაც საოკუპაციო რეჟიმი. სინამდვილეში გიორგი გახარია იყო და არის ქვეყნის სუვერენიტეტის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამცველი, ხოლო „ოცნება“ კი  მოქმედებს ღალატის სცენარით. 

ჩვენი აზრით, ყოველივე ზემოაღნიშნული,  მორიგი წინასაარჩევნო ფარსია. ე.წ. კომისიის წევრებს, როგორც ჩანს, ყველაფერთან ერთად, კომპეტენციაც არ ეყოთ, წარმოდგენილი დასკვნა, სამართლებრივადაც გამართული და დასაბუთებული ყოფილიყო.

ე.წ. ხელისუფლება ცდილობს, ყალბი დაპირისპირების იმიტაციით, ძალადობით, ციხეში გამოკეტილი სინდისის პატიმრებით, კიდევ ერთხელ გაიმყაროს ძალაუფლება, რათა როგორმე შეინარჩუნოს ხალხისთვის მოპარული ფული", -  განაცხადა ზაზა თავაძემ.

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით სპეციალური დადგენილება მიიღო. მას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა.

Advertisement