Logo

ზაზა თავაძე – დავით ფარცვანია პარტიიდან გაირიცხა, შემჩნეული იყო “ქართულ ოცნებასა” და სუს-თან სავარაუდო ფარულ თანამშრომლობაში

პოლიტიკა
1176
Frontnews image description

პარტიამ “საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს წევრი დავით ფარცვანია პარტიიდან გარიცხა, – ამის შესახებ ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ ფრაქციის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ზაზა თავაძის თქმით, მათი ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ მხრიდან 20 ათასი დოლარის და მომავალში კარგ პოზიციაზე დასაქმების სანაცვლოდ, დავით ფარცვანიამ ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” დატოვა.

 

მისივე თქმით, ის შემჩნეული იყო “ქართულ ოცნებასა” და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან სავარაუდო ფარულ თანამშრომლობაში.

 

“დღეს, ჩვენი ინფორმაციით, „ოცნების“ მხრიდან 20 ათასი აშშ დოლარის და მომავალში კარგ პოზიციაზე დასაქმების სანაცვლოდ, პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს წევრმა დავით ფარცვანიამ ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” დატოვა. ნიშანდობლივია, რომ დავით ფარცვანია ასევე შემჩნეული იყო “ქართულ ოცნებასა” და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან სავარაუდო ფარულ თანამშრომლობაში, ინფორმაციებისა და ჩანაწერების მიწოდებაში, რასაც მისი დღევანდელი გადაწყვეტილება ყველაზე კარგად ადასტურებს” – განაცხადა ზაზა თავაძემ.

 

მისი თქმით, “ქართული ოცნება” აგრძელებს მიზანმიმართულ ბრძოლას პარტია “საქართველოსთვის” წინააღმდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები