Logo

ზბიგნევ რაუ – ყველა ამ საკითხზე პოლონეთი ცდილობს კონსტრუქციული კავშირები და შესაძლო დახმარების გზები გამონახოს

პოლიტიკა
1551
Frontnews image description

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნევ რაუს განცხადებით, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე საუბარი მიხეილ სააკაშვილსაც შეეხო. 

 

“საქართველო და ქართული საზოგადოება ტრადიციულად დიდი სიმპათიით სარგებლობს პოლონეთში. ეს სიმპათია ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში და ასევე რუსეთის იმპერიალიზმის წინააღმდეგ ერთობლივი წინააღმდეგობის გაწევისას, რომლის მსხვერპლი არის დღეს უკრაინა, 2008 წელს კი იყო საქართველო. პოლონეთი ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერდა საქართველოს საზოგადოების მისწრაფებას, რომ ჰქონოდა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მშვიდობა და ასევე სუვერენული უფლება განვითარების მოდელის, ალიანსისა და ინტეგრაციული ინსტიტუტის არჩევის. 

 

ჩემი დღევანდელი სამუშაო ვიზიტი არის ჩვენი ქვეყნების დიპლომატიურ-პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის დადასტურება და საერთო ჯამში, გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რომელიც ჩვენი კავშირების კიდევ უფრო გამყარებას ემსახურება. მინისტრი დარჩიაშვილი ამ წელს იყო ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე სპეციალური სტუმარი და ჩვენ მაშინ მასთან განვიხილეთ პრობლემური მიმართულებები საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით. ვიმსჯელეთ ასევე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე. ყველა ამ საკითხზე პოლონეთი ცდილობს კონსტრუქციული კავშირები და შესაძლო დახმარების გზები გამონახოს. გვჯერა, პოლონეთისა და საქართველოს საერთო თანამშრომლობა წაადგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს”, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები