
ავტორი
Front News საქართველო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში აქცია განახლდა. ადგილობრივები ითხოვენ, სოფელს დაუბრუნდეს საძოვრები, რომლებიც მათივე თქმით, 2008 წელს გასხვისდა.
მოსახლეობამ სადავო მიწის ფართობზე 2008 წლის ომის დროს დაღუპული სამხედროების ფოტოებით ბანერი დადგა და სიმბოლურად ამ ადგილს ომში დაღუპული გმირების სახელი უწოდეს.
საუბარია 75 ჰექტარ მიწის ფართობზე, საიდანაც, როგორც ცნობილია, 50 ჰექტარი კერძო მესაკუთრესია, 25 კი შპს „ფუდლენდის“ საკუთრებას წარმოადგენს.
თაგები:
ზეღდულეთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს